რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში 900 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ასრულებს.

4 სექტემბერი 2023

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში 900  მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ასრულებს.

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 4.3 მილიონი ლარია.
პროექტის ფარგლებში, სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. 
სკოლის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის ხელმძღვანელმა თამარ ქარდავამ სკოლის მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთდ დაათვალიერა.
საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების (CEB და NEFCO) დაფინანსებით, ფონდმა სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა 2019 წელს დაიწყო. პროგრამის საერთო ღირებულება 485 მილიონ ლარამდეა. პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე 171 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობიდან, სამუშაოები უკვე დასრულებულია 144 სკოლაში. 2023 წლის პირველი სემესტრის განმავლობაში, დამატებით 16 სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშოების ეტაპობრივი დასრულებაა დაგეგმილი.
ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით,  5 სკოლის დასრულდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2024 წელს, ხოლო  2025 წელს - CEB-ით დაფინანსებით, თბილისის 6 სკოლის რეაბილიტაცია.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის 60 მილიონი ევროს მხარდაჭერით, უკვე დაიწყო სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციის ახალი პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, აშენდება და რეაბილიტირდება, სულ, 64 სკოლა. აქედან, 5 სკოლის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო, ხოლო 15 სკოლის მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. დარჩენილ სკოლებზე, ტენდერები კი 2023 წლის ბოლომდე გამოცხადდება. 
ფონდი, აგრძელებს სკოლების რეაბილიტაცია მშენებლობის პროგრამას და 2024 წლიდან გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, დაახლოებით, 200-მდე სკოლის მშენებლობასა და რეაბილიტაციას გეგმავს, რომლის ჯამური ღირებულება 105 მილიონი ევროა.