საქართველო, 2025 წელს, ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს

20 სექტემბერი 2023
ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ქვეყანას  ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საკოორდინაციო კომისიის წევრები სტუმრობენ.
 
ფესტივალის საკოორდინაციო კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ევროპის ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი და მოწვეულ სტუმრები ესწრებოდნენ.
 
შეხვედრაზე განიხილეს საორგანიზაციო კომიტეტის 6 თვიანი მუშაობის შედეგები, რაც სტუმრებმა დადებითად შეაფასეს. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. მათ შორის, განიხილეს, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები. 
ღონისძიების ცნობადობის გაზრდისა და ქვეყანაში ოლიმპიური თამაშების განვითარების მიზნით, საორგანიზაციო კომიტეტს დაგეგმილი აქვს 20 თვიანი აქტიური მარკეტინგული კამპანიაც. 
 
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის მასპინძლობა და ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებას.