დუშეთში ურბანული განახლების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

29 სექტემბერი 2023

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დუშეთში ურბანული განახლების პროგრამას ახორციელებს. 

პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, რამდენიმე ეტაპად ხორციელდება და ჯამური ინვესტიცია 12 მილიონ ლარს შეადგენს. 
პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში, დასრულდა ქალაქ დუშეთის ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია, ხოლო, მეორე ეტაპის ფარგლებში, პრაქტიკულად დასრულებულია ხუთი სახლის რეაბილიტაცია-რესტავრაცია. ამ ეტაპზე კი, მიმდინარეობს ურბანული განახლების მესამე ეტაპის სამუშაოები, რაც ითვალისწინებს ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ სახლების რეაბილიტაცია-რესტავრაციას და ქუჩების მოპირკეთება-კეთილმოწყობას
ჯამში, დუშეთის ურბანული განახლების პროგრამის ფარგლებში, უკვე დასრულებულია 28 სახლის კეთილმოწყობა.
პროექტის ფარგლებში, ასევე, აქტიურ ფაზაშია ილიასეული სასამართლოს შენობის რეაბილიტაცია, რომლის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2023 წლის ბოლო. შენობა არის კერძო თანასაკუთრებაში და წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. საპროექტო დოკუმენტაცია შეთანხმდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.