ქალაქ რუსთავში პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მესამე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

3 ოქტომბერი 2023

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ რუსთავში მესამე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით ტაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი და რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე ადგილზე გაეცნენ.

,,განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში უკვე დასრულებულია პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები, რაც ითვალისწინებდა მეგობრობის გამზირზე 12 შენობის,  თამარ მეფის სახელობის, ჟიული შარტავას სახელობის,  შოთა რუსთაველის სახელობის მოედნების და ლადო მესხიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციას. ასევე დასრულებული დიდების მემორიალის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია.

ამ ეტაპზე, პროგრამით გათვალისწინებული მესამე ეტაპის სამუშაოები მიმდინარებს, რაც ითვალისწინებს, მეგობრობის გამზირზე, 7 შენობის რეაბილიტაციას, საფეხმავლო, ველობილიკებისა და გარე განათების მოწყობას.

პროგრამა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ინვესტიცია 63.7  მილიონი ლარია.