მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე ბრიტანულ არქიტექტურულ და დიზაინერულ საერთაშორისო კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს მანუელა გატოს, ამავე კომპანიისა და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

4 ოქტომბერი 2023

შეხვედრა კომპანია Zaha Hadid Architects - ის ინციატივით უკვე მესამედ შედგა. მსოფლიოში წამყვანი არქიტექტურული კომპანიის წარმომადგენლები, ამჯერად უკვე დეტალურად, გაეცნენ იმ პროცედურულ საკითხებს, რასაც ფონდი ახორციელებს პროექტის ინიცირებიდან განხორციელებამდე.  


კომპანია დაინტერესებულია ფონდის მიერ დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით და მზაობა გამოთქვეს თანამშრომლობის. 

კომპანია Zaha Hadid Architects 1980 წელს დაარსდა და მისი დაპროექტებული არაერთი ღირსშესანიშნავი შენობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია შენებული. მათ შორის არის ბეთჰოვენის სახელობის მუსიკალური ცენტრი ბონში, ტოკიოს და ყატარის საფეხბურთო სტადიონები, ცათამბჯენები Signature Towers, დუბაიში და სხვა მრავალი.