სიახლეები

9 ოქტომბერი 2023

დაბა ურეკის 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.
5 ოქტომბერი 2023

მარნეულის სტადიონის მშენებელობა აქტიურ ფაზაშია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მარნეულში უეფას მეორე კატეგორიის სტადიონს აშენებს.
4 ოქტომბერი 2023

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე ბრიტანულ არქიტექტურულ და დიზაინერულ საერთაშორისო კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს მანუელა გატოს, ამავე კომპანიისა და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრა კომპანია Zaha Hadid Architects - ის ინციატივით უკვე მესამედ შედგა. მსოფლიოში წამყვანი არქიტექტურული კომპანიის წარმომადგენლები, ამჯერად უკვე დეტალურად, გაეცნენ იმ პროცედურულ საკითხებს, რასაც ფონდი ახორციელებს პროექტის ინიცირებიდან განხორციელებამდე.
3 ოქტომბერი 2023

დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციას ახორციელებს.
3 ოქტომბერი 2023

ქალაქ რუსთავში პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მესამე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ რუსთავში მესამე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
29 სექტემბერი 2023

დუშეთში ურბანული განახლების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დუშეთში ურბანული განახლების პროგრამას ახორციელებს
20 სექტემბერი 2023

საქართველო, 2025 წელს, ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს

ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ქვეყანას ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საკოორდინაციო კომისიის წევრები სტუმრობენ. ფესტივალის საკოორდინაციო კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე ესწრებოდა.
13 სექტემბერი 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სკოლაში ივლიან.
11 სექტემბერი 2023

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში სხვადასხვა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს

პროექტები საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის დაფინანებით ხორციელდება და ჯამური ინვესტიცია 25.2 მილიონი ლარია.
სამუშაოები მოიცავს ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქუჩებისა და არსებული შენობების რეაბილიტაციას, გარე განათების მოწყობას და სხვა.
7 სექტემბერი 2023

მუნიციპალური განვითარების ფონდი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიის 240 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ასრულებს

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 1.5 მილიონი ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის ხელმძღვანელმა თამარ ქარდავამ სკოლის მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად დაათვალიერა.