სიახლეები
20 თებერვალი 2023
სოფელ საბირქენდში ახალი სკოლა აშენდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში 450 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდა. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, განახორციელა და მისმა ღირებულებამ 6 264 667 ლარი შეადგინა.
13 თებერვალი 2023
პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა.
9 თებერვალი 2023
ღია კარის დღე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაასრულა პროკურატურის ახალი შენობის საპროექტო სამუშაოები და გეგმავს სამშენებლო ტენდერის გამოცხადებას. ამასთან დაკავშირებით, 13 თებერვალს, 12.00 საათზე, ფონდი ღია კარის დღეს გამართავს.
1 თებერვალი 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 75 ბავშვზე გათვლილი, 2 ახალი საბავშვო ბაღი შენდება
საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძველ ანაგასა და სოფელ ქვემო ბოდბეში 75 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღებს აშენებს. ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ჯამში 150 - მდე ბავშვს მოემსახურება.
31 იანვარი 2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 4 ახალი საბავშვო ბაღი შენდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ახალ საბავშვო ბაღებს აშენებს. ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ჯამში 500-მდე ბავშვს მოემსახურება.
25 იანვარი 2023
თელავის მუნიციპალიტეტში, 180 ბავშვზე გათვლილი, 2 ახალი საბავშვო ბაღი შენდება
საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურდღელაურსა და სოფელ ვარდისუბანში 180 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღებს აშენებს.
24 იანვარი 2023
ქალაქ ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, 180 ბავშვზე გათვლილი, ახალი საბავშვო ბაღი შენდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით 20 საბავშვო ბაღის მშენებლობას ახორციელებს. პროგრამის ჯამური ღირებულება 79 მილიონი ლარია.
21 იანვარი 2023
ირაკლი ქარსელაძე UEFA-ს დელეგაციას შეხვდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA-ს) დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად მზადების პროცესი.
29 დეკემბერი 2022
იანვრიდან დმანისის სოფელ ბოსლებში მცხოვრები ბავშვები სწავლას ახალ სკოლაში გააგრძელებენ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა.
28 დეკემბერი 2022
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია გრძელდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. პროექტი სახელმწიფო ბუჯეტიდან 21 მილიონი ლარით ფინანსდება.