სიახლეები

20 აგვისტო 2013

სართიჭალის წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მგფ-ის დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა გარდაბანში წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
20 აგვისტო 2013

ინფრასტრუქტურის მესამე საერთაშორისო კონფერენცია „საავტომობილო გზები და მიწისქვეშა კომუნიკაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახდენს ინფრასტრუქტურის მესამე საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებას, სახელწოდებით „ავტობანები და მიწისქვეშა კომუნიკაციები,“ რომელიც გაიმართება თბილისში 2013 წლის 11–13 სექტემბერს.
15 აგვისტო 2013

მუნიციპალური განვითარების ფონდი 2013 წლის პირველი ნახევრის მუშაობის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა მედიას 2013 წლის პირველ ნახევარში ფონდის მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგები გაააცნეს.
5 აგვისტო 2013

წყალმომარაგების მოწესრიგების პროექტი შიდა ქართლში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა დღეს პატარა ლიახვის ხეობაში ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მიმდინარე წყალმომარაგების მოწესრიგების პროექტის სამუშაოები მოინახულეს.
29 ივლისი 2013

ანაკლიაში ნაპირდაცვის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო

27 ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში ზღვის ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობა გაიხსნა. გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ქათი ჯულიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები დაესწრნენ.
19 ივლისი 2013

ხონის წყალსადენი ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროკავშირის (EU) დაფინანსებით რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ქალაქ ხონში, სამხედრო დასახლებაში იძულებით გადაადგლებულ პირთათვის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა. პროექტის საერთო ღირებულება 399,764.55 ლარია, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ჯამში 70 ადამიანი იყო დასაქმებული, აქედან 10 % ადგილობრივი მოსახლე იყო. სამუშაოები 2012 წელს დაიწყო და 2013 დასრულდა. სამუშაოები ქართულმა კომპანია შპს ,,ინჟმშენი-96“- მა განახორციელა.
18 ივლისი 2013

ბაღდათის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით (EIB-ს) რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ბაღდათის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშოები დაასრულა. პროექტის საერთო ღირებულება 670,088.79 ლარია. სამუშაოებს ქართული კომპანია შპს ,,ბელდ ინვესტი“ ახორციელებდა. სამუშოების მიმდინარეობისას ადგილზე 80 ადამიანი იყო დასაქმებული, აქედან 70 % ადგილობრივი მოსახლე. სამუშოები 2012 წლის ივნისს დაიწყო და მიმნიდარე წელს დასრულდა.
16 ივლისი 2013

შუხუთი-აცანა-მამათი, ძიმითის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძემ გურიის რეგიონში შუხუთი-აცანა-მამათისა და მამთი ძმითის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშოები მოინახულა. გზის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების საერთო ღირებულება 4089712.77 ლარია.
10 ივლისი 2013

ყვარლის რეაბილიტაცია

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ქ. ყვარელში ქუჩების გარე განათების, მიწისქვეშა კომუნიკაციების, გამწვანება-კეთილმოწყობისა და ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია დაასრულა.სამივე პროექტის მიმდინარე სამუშაოების დროს ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული.
8 ივლისი 2013

ნადიკვრის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ქ. თელავში ნადიკვრის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის საერთო ღირებულება 5 424 352,91 ლარია. მგფ - მა ნადიკვრის პარკის რეაბილიტაცია 2012 წლის მაისში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა.