სიახლეები

26 დეკემბერი 2022

საბირქენდის 450 ბავშვზე გათვლილი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ საბირქენდში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა.
23 დეკემბერი 2022

ხობში მოსახლეობა ახალი სპორტული კომპლექსით სარგებლობას შეძლებს

ქალაქ ხობის მოსახლეობა ახალი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსით სარგებლობას შეძლებს. ახალი სპორტული კომპლექსი ყოფილი კინოთეატრის - „თუთარჩელას“ შენობაში მოეწყო. კინოთეატრის შენობის სპორტულ კომპლექსად ადაპტირების პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
22 დეკემბერი 2022

მიხეილ მესხის სტადიონის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მიხეილ მესხის სტადიონის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. პროექტი სახელმწიფო ბუჯეტიდან 21 მილიონი ლარით ფინანსდება.
21 დეკემბერი 2022

იმერეთის რეგიონში ბზვანის საჯარო სკოლა და სოფელ მეორე ობჩაში ჭყეპნარას და საბუკიას გზის რეაბილიტაცია დასრულდა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა იმერეთის რეგიონში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, უკვე დაასრულა ბზვანის სკოლის რეაბილიტაცია, ხოლო მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, სოფელ მეორე ობჩაში ჭყეპნარას და საბუკიას გზის რეაბილიტაცია.
20 დეკემბერი 2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალესა და სოფელ ფახულანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ახალი გზით ისარგებლებენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2 სოფლის დამაკავშირებელი 8 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია უკვე დაასრულა.
9 დეკემბერი 2022

გურიაში მიმდინარე „განახლებული რეგიონების“ პროექტებთან დაკავშირებით

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების მიზნით, ტენდერი გამოაცხადა.
6 დეკემბერი 2022

ქალაქ რუსთავში დამოუკიდებლობის სკვერი გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ რუსთავში დამოუკიდებლობის სკვერი გაიხსნა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ რუსთავში დამოუკიდებლობის სკვერი გახსნეს.
1 დეკემბერი 2022

ნორიოს და ჯანდარის სკოლების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარას სკოლების რეაბილიტაცია განაახლა და სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაასრულებს.
21 ნოემბერი 2022

დუშეთში ურბანული განახლების მეორე და მესამე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დუშეთში ურბანული განახლების პროგრამას ახორციელებს.
19 ნოემბერი 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.

კახეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორის, ქალაქ დედოფლისწყაროში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.