სიახლეები
16 ივლისი 2013
შუხუთი-აცანა-მამათი, ძიმითის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძემ გურიის რეგიონში შუხუთი-აცანა-მამათისა და მამთი ძმითის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშოები მოინახულა. გზის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების საერთო ღირებულება 4089712.77 ლარია.
10 ივლისი 2013
ყვარლის რეაბილიტაცია
მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ქ. ყვარელში ქუჩების გარე განათების, მიწისქვეშა კომუნიკაციების, გამწვანება-კეთილმოწყობისა და ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია დაასრულა.სამივე პროექტის მიმდინარე სამუშაოების დროს ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული.
8 ივლისი 2013
ნადიკვრის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ქ. თელავში ნადიკვრის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის საერთო ღირებულება 5 424 352,91 ლარია. მგფ - მა ნადიკვრის პარკის რეაბილიტაცია 2012 წლის მაისში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა.
2 ივლისი 2013
საღოლაშენი-დვანისა და გორიჯვრის რეაბილიტირებული გზები გაიხსნა
დღეს ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში, საღოლაშენი-დვანისა და გორიჯვრის რეაბილიტირებული გზები გაიხსნა.
25 ივნისი 2013
ცაგერში ლასურიას ხიდი გაიხსნა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაში მდინარე ცხენისწყალზე ერთი ახლადაშენებული და ასევე რეაბილიტირებული ხიდი გაიხსნა.
23 მაისი 2013
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. აღნიშნულ პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით ახორციელებენ. პროექტი საერთაშორისო მნიშვნელობის „თბილისი-წითელი ხიდის“ საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას ითვალისწინებს.
17 მაისი 2013
მგფ-მა თავისი საქმიანობა 14 ქვეყნის 150 კომპანიას გააცნო
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეებმა- თეიმურაზ მურღულიამ და გიორგი სომხიშვილმა დღეს გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ 150-მდე კომპანიის წარმომადგენელს ფონდის საქმიანობა და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გააცნეს.
14 მაისი 2013
შეხვედრა გერმანელ ბიზნესმენებთან
გერმანელ ბიზნესმენთა ვიზიტი საქარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორ ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად დღეს სამინისტროში გერმანელ ბიზნესმენებს შეხვდა.
13 მაისი 2013
MDF - მა ASIF -ის წევრებს გამოცდილება გაუზიარა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სომხეთის სოციალური ინვესტიციების ფონდის წევრებს უმასპინძლა. სომხეთის მთავრობის ინიციატივით 20-22 მაისს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში ASIF -ის წევრები რეგიონული განვითარების სტრატეგიებსა და მიმართულებებს გაეცნენ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საქმიანობიდან გამომდინარე, სომხეთის სოციალური ინვესტიციების ფონდი დაინტერესებულია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მუშაობის გამოცდილებით.
11 მაისი 2013
ტირიფონში რეაბილიტირებული მაგისტრალური არხი გაიხსნა
გორის რაიონში სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში სოფელ ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური არხი გაიხსნა.
გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე, USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე როი პლაკნეტი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თეიმურაზ მურღულია და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ვაჟა კირტავა დაესწრნენ.
გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე, USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე როი პლაკნეტი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თეიმურაზ მურღულია და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ვაჟა კირტავა დაესწრნენ.