ბაზრის კვლევა - ყინულის სასახლის მშენებლობისათვის საჭირო დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

გამოქვეყნებულია: 8 ნოემბერი 2023    /    ძალაშია: 15 ნოემბერი 2023

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ: 206074193) გეგმავს, ერ კრულ რგ, Design-Build ეთ, ყინულის სასახლის (ყინულის მოედანით) მშენებლობისათვის ირდეტალური ოე ის ე ს ოე შესყიდვას (CPV-45212211). 

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად, საჭიროა განისაზღვროს შესყიდვის ობიექტის (ყინულის სასახლის (ყინულის მოედანით) მშენებლობისათვის Design-Build) სავარაუდო ღირებულება.  

აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული გასატარებელი ღონისძიებების შესაბამისად გთხოვთ, არაუგვიანეს 2023 წლის 15 ნოემბრის, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (განფასებული ცხრილის PDF ფაილის სახით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge; tkardava@mdf.org.ge (იხ. დანართი N2 და დანართი N3).

 

ზემოთ აღნიშნულ ბაზრის კვლევასთან დაკავშირებული, სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:

1. შესყიდვის ობიექტის საერთო მაქსიმალური ღირებულებაა 50,000,000.00 ლარი, დღგ- ჩათვლით, რაც ნიშნავს, რომ შემოთავაზებული წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს 50,000,000.00 ლარს, დღგ- ჩათვლით.

2. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს საერთო (ჯამური) განფასების 3%-ს.

3. შემოთავაზებულ წინადადებას თან უნდა დაერთოს, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული, მომსახურების გაწევის და სამუშაოების შესრულების გამოცდილების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მომსახურების გაწევის და სამუშაოების შესრულების გამოცდილების შესახებ პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად; მომსახურების გაწევის გამოცდილების არსებობის დადასტურება ასევე შესაძლებელია იმ ქვეკონტრაქტორის გამოცდილებით, რომელიც გაწევს წინამდებარე შესყიდვის ობიექტით გათვალისწინებულ საპროექტო მომსახურებას და რომელსაც დანამდვილებით გააჩნია ხსენებული გამოცდილება, რაც უნდა დადასტურდეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული, მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად (იხ. დანართი N1).

4. შემოთავაზებული წინადადებებიდან, შემსყიდველის მიერ შერჩეული წინადადების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად მოწვევის თარიღიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში წარმოსადგენია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდ (იხ. დანართი N4).

ზემოთ აღნიშნული, სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნებით განსაზღვრული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი განიხილავს მომდევნო დაბალთანხიანი წინადადების მქონე მიმწოდებლის დოკუმენტაციას. 

5. წინადადების უცხოურ ვალუტაში შემოთავაზების შემთხვევაში, შემოთავაზებული წინადადება დაანგარიშდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის მიმართ აღნიშნული უცხოური ვალუტის გაცვლის ოფიციალური კურსი შესაბამისად, 2023 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით.

 

დანართები:

·   გამოცდილების შესახებ მოთხოვნები (დანართი N1);

·   ტექნიკური დავალება (დანართი N2);

·   განსაფასებელი ცხრილი (დანართი N3);

·  ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ნიმუში (დანართი N4).