დასრულებული ტენდერები

გამოქვეყნებულია: 8 მაისი 2014    /    დასრულებული: 9 ივნისი 2014

ქ. წყალტუბოს საკრებულოს და რკინიგზის შენობის აღდგენის/შიდა რემონტის სამუშაოები და მცირე ზომის საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია

ტენდერის # IDA/RDPII/CW/NCB/14-2014

საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონალური განვითარების პროექტის (II ფაზა) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: ქ. წყალტუბოს საკრებულოს და რკინიგზის შენობის აღდგენის/შიდა რემონტის სამუშაოები და მცირე ზომის საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია. პროექტით გათვალისწინებულია ქ. წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში არსებული პოლიციის შენობაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს განთავსება, შენობის ფასადების და ინტერიერის, რკინიგზის სადგურის შენობის ფასადის, რკინიგზის სადგურის შენობის I სართულზე კურორტის მართვის ოფისის განსათავსებლად და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გამოქვეყნებულია: 6 მაისი 2014    /    დასრულებული: 6 ივნისი 2014

ლიკანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

ტენდერის #EIB/WIMPII/W/NCB/28

საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის II ეტაპის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთ ხსენებული სამუშაოების დასაფინანსებლად. ძირითადი სამუშაოები მოიცავს ფოლადისა და პოლიეთილენის მილების მონტაჟს, რკინა-ბეტონის სამუშაოებს, მიწის სამუშაოებს და ასფალტის საფარის მოწყობას.
გამოქვეყნებულია: 6 მაისი 2014    /    დასრულებული: 13 მაისი 2014

მოთხოვნა ინტერესის გამოხატვაზე (EOI) - შენობებზე ვიბრაციის და ხმაურის ზემოქმედების და მათი სტრუქტურული მთლიანობის კვლევა თბილისი-რუსთავის გზის მონაკვეთის პროექტის ფარგლებში (მონაკვეთი 2, კმ 5,2-6,9)

საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) საქალაქო ტრანსპორტის მდგრადი ინვესტირების პროგრამის - პროექტი 1-ის დასაფინანსებლად - საკრედიტო სახსრების ნაწილი დააფინანსებს ამ პროექტს.
საქართველოს მთავრობამ თბილისი-რუსთავის საგზაო მონაკვეთის მოდერნიზაცია პრიორიტეტულ პროექტად გამოაცხადა.
გამოქვეყნებულია: 5 მაისი 2014    /    დასრულებული: 5 ივნისი 2014

აბაშის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

ტენდერის #EIB/WIMPII/W/NCB/19

საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის II ეტაპის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთ ხსენებული სამუშაოების დასაფინანსებლად. ძირითადი სამუშაოები მოიცავს პოლიეთილენის მილების მონტაჟს, მიწის სამუშაოებს და ასფალტის საფარის მოწყობას.
გამოქვეყნებულია: 2 მაისი 2014    /    დასრულებული: 16 მაისი 2014

ახმეტის მუნიციპალიტეტში ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურისათვის („მაწვნის სახლი“) აღჭურვილობის შეძენა.

ტენდერის#:IBRD/RDP/G/SH/02-2014

საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონალური განვითარების პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: ახმეტის მუნიციპალიტეტში ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურისათვის („მაწვნის სახლი“) აღჭურვილობის შეძენა. ფასთა კოტირება განხორციელდება მსოფლიო ბანკის წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
გამოქვეყნებულია: 1 მაისი 2014    /    დასრულებული: 5 მაისი 2014

განცხადება საკონკურსო წინადადების გამოქვეყნების შესახებ

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს “დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკასა და არხოტის თემის სოფლების ახიელი-ჭიმღა-ამღას დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების შესყიდვაზე” და იწვევს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.
გამოქვეყნებულია: 1 მაისი 2014    /    დასრულებული: 2 ივნისი 2014

შპს ,,ყვარლის ბაგა“-ს მისასვლელი გზის, წყალმომარაგების, გაზმომარაგების და ტელეკომუნიკაციის ქსელების მოწყობის სამუშაოები

კონტრაქტის/ტენდერის #: IBRD/RDP/CW/NCB/27-2014

საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან დაფინანსება რეგიონალური განვითარების პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: შპს ,,ყვარლის ბაგა“-ს მისასვლელი გზის, წყალმომარაგების, გაზმომარაგების და ტელეკომუნიკაციის ქსელების მშენებლობა.
გამოქვეყნებულია: 1 მაისი 2014    /    დასრულებული: 2 ივნისი 2014

გურჯაანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

ტენდერის #EIB/WIMPII/W/NCB/22

საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის II ეტაპის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთ ხსენებული სამუშაოების დასაფინანსებლად. ძირითადი სამუშაოები მოიცავს პოლიეთილენის და ფოლადის მილების მონტაჟს, მიწის სამუშაოებს და რკინა-ბეტონის სამუშაოებს.
გამოქვეყნებულია: 1 მაისი 2014    /    დასრულებული: 22 მაისი 2014

წყალტუბოს წრიული გზის სანიაღვრე სისტემის და წრიული გზის საფარის რეაბილიტაცია (II ფაზა)

ტენდერის #: IDA/RDPII/CW/NCB/01-1-2014-L1

საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონალური განვითარების პროექტის (II ფაზა) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: ქ. წყალტუბოს წრიული გზის სანიაღვრე სისტემის და წრიული გზის საფარის რეაბილიტაცია (ფაზა 2). ძირითადი სამუშაოები მოიცავს ქ. წყალტუბოს წრიული გზის რეაბილიტაციას, სანიაღვრე დრენაჟის სისტემის მოწყობას, ბილიკების, მოედნების და ტროტუარების კეთილმოწყობას, აგრეთვე ორი ხიდის რეაბილიტაციას.
გამოქვეყნებულია: 1 მაისი 2014    /    დასრულებული: 16 მაისი 2014

ტენდერზე მოწვევის განცხადება

საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გრანტი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების და იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის პროექტის დასაფინანსებლად .