დოკუმენტები

22 იანვარი 2018
მუნიციპალიტეტი: ახალციხე
დონორი: WB

საფარას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ახალციხის მუნიციპალიტეტი

ქვე-პროექტი „საფარას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“ ითვალისწინებდა შემდეგი სამუშაოების განხორცილებას: პავილიონისა და საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობა, წყალმომარაგების, ელექტრომომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის და ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის დამონტაჟება, ძველი კარიბჭის და დეკორატიული კედლის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია და ძველი ფარდულის რეაბილიტაცია.
17 იანვარი 2018
მუნიციპალიტეტი: ახმეტა
დონორი: WB

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ომალოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა სასტუმრო “სამზეოსთვის“

ქვე- პროექტი წარმოადგენს საჯარო–კერძო ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროგრამის ნაწილს და შემუშავდა შპს „სამზეო“–ს მხარდასაჭერად. ქვე-პროექტი ითვალისწინებს სოფლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, სასმელი და გამდინარე წყლების სისტემის მოწყობას სასტუმრო „სამზეო“–თვის.
15 იანვარი 2018
მუნიციპალიტეტი: თბილისი
დონორი: ADB

შესაბამისობის ანგარიში N2, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა (SUTIP – 2879-GEO) 3063 თბილისი – რუსთავის ურბანული კვანძი. მონაკვეთი 2 ა (კმ 4+000 -დან 4+100-მდე; კმ 4+400 -დან 4+700-მდე;კმ 5+100 -დან 5+300-მდე; კმ 6+800 -დან 7+800-მდე; კმ 8+300 -დან 8+600 -მდე; 9+700 -დან 9+950-მდე)

გარე მონიტორინგის სპეციალისტის მიერ მომზადებული დომკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მგფ-მა განახორციელა განსახლების პროცედურები ADB SPS (2009) -ის მოთხოვნებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თბილისი– რუსთავის ურბანული კვანძი მონაკვეთი 2ა.
11 იანვარი 2018
მუნიციპალიტეტი: დუშეთი
დონორი: WB

ქ. დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლება

ქვე - პროექტი ითვალისწინებს ქ. დუშეთის ისტორიული ნაწილის კერძოდ - რუსთაველის, ერეკლე II-ს, შამანაურის, ჭავჭავაძის, კოსტავას და წმ. ნინოს ქუჩებზე არსებული შენობა - ნაგებობების რეაბილიტაციას.
21 დეკემბერი 2017
მუნიციპალიტეტი: ადიგენი
დონორი: WB

აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია

ქვე-პროექტი, რომელიც განხორციელდება მესამე რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ, ითვალისწინებს დაბა აბასთუმანში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 17 სახლის (#56. #58. #62. #64. #66. #68. #70. #72. #76. #78. #80. #84. #94. #96. #100. #102. #104) რეაბილიტაციას.
19 დეკემბერი 2017
მუნიციპალიტეტი: მცხეთა
დონორი: WB

ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ავტოსადგომის მოწყობა

ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
ქვე-პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ზედაზენის მონასტერთან (მცხეთის მუნიციპალიტეტი) მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ავტოსადგომის მოწყობა. სარეაბილიტაციო გზა (სიგრძე 6305 მ) იწყება სოფელ საგურამოში და სრულდება ზედაზენის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
30 ნოემბერი 2017
მუნიციპალიტეტი: ადიგენი
დონორი: WB

აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია

ქვე-პროექტი „აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია“ განხორციელდება მესამე რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ. პროექტი ითვალისწინებს ავტოსადგომისა და საზოგადოებრივი ტუალეტის მოწყობას, ტელესკოპი AZT-11 ცენტრალური შენობის რეაბილიტაციას, მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასა და არსებული საბაგიროს რეაბილიტაციას.
10 ნოემბერი 2017
მუნიციპალიტეტი: თბილისი
დონორი: ADB

“თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის (მე-2-ე მონაკვეთი) მოდერნიზაციის პროექტი – SUTIP 3”

“თბილისი-რუსთავის გზის მოდერნიზაციის (მონაკვეთი 2)” პროექტისთვის, სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტი მინიჭებულ იქნა 2016 წლის 12 დეკემბერს, ხოლო 2017 წლის 28 თებერვალს გაიგზავნა სამუშაოების დაწყების შესახებ შეტყობინება, რომლითაც კონტრაქტორს მიეცა საპროექტო არეალში შესვლის უფლება.
9 ნოემბერი 2017
მუნიციპალიტეტი: მცხეთა
დონორი: WB

მცხეთის კინოთეატრის შენობის ადაპტაცია არქეოლოგიურ მუზეუმად

ქვე-პროექტი „მცხეთის კინოთეატრის შენობის ადაპტაცია არქეოლოგიურ მუზეუმად“ ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
29 სექტემბერი 2017
მუნიციპალიტეტი: ადიგენი
დონორი: WB

დაბა აბასთუმნის ისტორიული განაშენიანების რეაბილიტაცია

პროექტი ითვალისწინებს დაბა აბასთუმნის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია, ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად. აღნიშნული ცენტრალური უბანი მცირე სკვერითა და ისტორიული განაშენიანებით,
გამორჩეული კულტურული ღირებულების მქონე ურბანული მონაკვეთია, რომლის რეაბილიტაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც საკუთრივ დაბის, ასევე ზოგადად რეგიონისათვის.