მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე – კახეთის რეგიონში ტურისტულ სექტორში მუშახელის განვითარებისა და უნარჩვევების გაძლიერების საკონსულტაციო მომსახურება
გამოქვეყნებულია: 24 ოქტომბერი 2013 / ძალაშია: 15 ოქტომბერი 2013
საქართველომ მიმართა მსოფლიო ბანკს რეგიონული განვითარების პროექტის დასაფინანსებლად. აღნიშნული სახსრების ნაწილის გამოყენება დაგეგმილია საკონსულტაციო მომსახურებისათვის.
საკონსულტაციო მომსახურება(“მომსახურება”) მოიცავს ინტეგრირებული შრომითი რესურსების განვითარების პროგრამის შემუშავებას, რომელიც გამიზნული იქნება ტრეინინგის არსებული და მომავალი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ყველა დონეზე, ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესების და ორგანიზაციებისათვის კახეთის რეგიონში. კონსულტანტი განახორცილებს ქვემოთ მოყვანილ ძირითად დავალებებს.
- საჭიროებების შეფასება;
- შრომითი რესურსების განვითარების შეფასება;
- ტურიზმის შრომითი რესურსების სამოქმედო გეგმის რეკომენდირება;
- შერჩევითი ტრეინინგის საქმიანობების განხორციელება.