შპს „ვილა იყალთო ჰორეკას“ საკუთრებაში არსებული სასტუმრო „სავანეთის“ გზის რეაბილიტაციის და გაზმომარაგების ქვე-პროექტი
მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის - სახელმწიფო-კერძო საინვესტიციო პროგრამა (PPI) ფარგლებში დაგეგმილია შპს „ვილა იყალთო ჰორეკას“ საკუთრებაში არსებული სასტუმრო „სავანეთის“ გზის რეაბილიტაციის და გაზმომარაგების ქვე-პროექტის განხორციელება.
არსებული გზა ძალიან ცუდ მგომარეობაშია, მას არ გააჩნია ასფალტის საფარი და საგზაო ნიშნები, რაც ძალიან ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის, სასტუმროს დამსვენებლებისა და ტურისტების ტრანსპორტირების პირობებს. ქვე-პროექტის დიზაინის თანახმად, გზა ბეტონის საფარით დაიფარება.
ამის გარდა, ქვე-პროექტი ასევე ითვალისწინებს სასტუმრო სავანეთის გაზმომარაგებას. ადგილზე არსებული დაბალი წნევის გაზსადენი (50მმ დიამეტრის) შეიცვლება საშუალო წნევის (70 მმ დიამეტრის) გაზსადენით.
საკონტაქტო პირები:
ნუცა გუმბერიძე - ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მობ.: 598882019
ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge
ნონა გოგიტაშვილი - თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი
მობ.: 555577740
ESMP PPI Hotel Savaneti and gas - Geo