მოწვევა შემოთავაზებების წარმოსადგენად

გამოქვეყნებულია: 21 ნოემბერი 2013    /    ძალაშია: 21 ნოემბერი 2013

სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი“ ახორციელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. მელეს მიმდებარედ მდ. ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე არსებული მყარი ნარჩენების პოლიგონის დამცავი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას. საკითხის გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე აღნიშნული სამუშაოების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 584,930 ლარი. სამუშაოების განხორციელების პერიოდია დეკემბერი 2013 – თებერვალი 2014.

აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად სამშენებლო კომპანიის შერჩევის მიზნით სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი“ იწვევს დაინტერესებულ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამშენებლო კომპანიებს შემოთავაზებების წარმოსადგენად. სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა ხელმისაწვდომია ქვემოთ მითითებულ ბმულებზე. დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არის საორიენტაციო და კომპანიებს შეუძლიათ წარმოადგინონ საკუთარი განფასება.

კონტრაქტორის შერჩევისას გათვალისწინებული იქნება კომპანიის გამოცდილება და ფინანსური შესაძლებლობები.

დაინტერესებულმა სამშენებლო კომპანიებმა 2013 წლის  26 ნოემბრის 18 საათამდე სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში“ (მის: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის გამზ. N150 მე-3 სართული)  უნდა წარმოადგინონ თავიანთი შემოთავაზება ხარჯთაღრიცხვით ზემოაღნიშნული სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე.

 

კედლის განივი კვეთი 1-2


კედლის განივი კვეთი 3-4

გრძივი ჭრილი

გეოლოგიური ჭრილი

გაბიონის კვეთი

ხარჯთაღრიცხვა

განმარტებითი ლენტეხი

გენგეგმა

გეოლოგიური ჭრილების განლაგების გეგმა

ტიპიური კვეთი

მოკლე ანოტაცია