რუსთავში სპორტული კომპლექსის მშენებლობა
გაცნობებთ, რომ 2020 წლის 23 დეკემბერს 17:00 საათზე, გაიმართება პროექტის: “რუსთავში სპორტული კომპლექსის მშენებლობა“ გარემოსდაცვითი და სოციალური დოკუმენტის საჯარო განხილვა. ქვეყანაში არსებული პანდემიის სიტუაციიდან გამომდინარე საჯარო განხილვა ჩატარდება ონლაინ საშუალების მეშვეობით. ვისაც გსურთ ონლაინ კონსულტაციაში მონაწილეობის მიღება გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტს ნუცა გუმბერიძეს (ტელ: 598 88 20 19; 599 29 02 09). ასევე იმ პირებს რომლებსაც არ აქვს ონლაინ საშუალებებზე წვდომა განხორციელდება სატელეფონო კომუნიკაცია.
აღნიშნული პროექტის მშენებლობა განხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით.
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მიმოხილვა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე (www.mdf.org.ge ).
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 202.
საკონტაქტო პირი:
ნუცა გუმბერიძე, ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი, მობ.: 598 88 20 19; 599 29 02 09 ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge