კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა უბისას მონასტერთან ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

20 ოქტომბერი 2014

2014 წლის 23 ოქტომბერს 12:00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში, საჯარო სკოლის შენობაში გაიმართება ქვე-პროექტის „კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა უბისას მონასტერთან“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.

ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მეორე პროექტის (RDP II) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე (იხ. ბმული ქვემოთ), ასევე შემდეგ მისამართებზე:

 

    ·   საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206. საკონტაქტო პირი - ანა რუხაძე, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 48,

ელ-ფოსტა arukhadze@mdf.org.ge                                                    

 

      ·     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში, ქ. ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა 15, საკონტაქტო პირი - მანანა ბარბაქაძე, ხარაგულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.                                              

 

                            

ER_Ubisa_ge

 

ER_Ubisa_eng