ქ. თეთრიწყაროში შიდა გზებისა და საავტომობილო მილხიდების რეაბილიტაცია ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა
2015 წლის 19 მარტს 14:00 საათზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თეთრიწყარო, თამარ მეფის ქუჩა #34) გაიმართება „ქ. თეთრიწყაროში შიდა გზებისა და საავტომობილო მილხიდების რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
საზოგადოების წარმომადგენლებს გარემოს დაცვის მართვის გეგმის გაცნობა შეუძლიათ:
· საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 202. საკონტაქტო პირი - ნინო პატარაშვილი, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 92, ელ-ფოსტა npatarashvili@mdf.org.ge ;
· თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა, საკონტაქტო პირი - სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითრების ხელშეწყობის სამსახურის უფროსი - ივანე მეგულაშვილი მობ:. 5 77 95 50 90;
ელ-ფოსტა amgeoba@tetritskaro.gov.ge
დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე:
გმგ-თეთრიწყაროს შიდა გზების და ხიდების რეაბილიტაცია
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ადმინისტრაცია