ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფელ გოგაშენში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და უსაფრთხოების ღონისძიებები

28 დეკემბერი 2015

ქვე-პროექტი  „ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფელ გოგაშენში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება, რომელიც ხორციელდება მესამე რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ, ითვალისწინებს ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა გზის ბოლო (ვარძიის მხარეს) 500 მეტრზე, ხრეშის საფარის მოწყობა გზის 7 მონაკვეთზე (საერთო სიგრძე - 545 ), გზის დარჩენილ ნაწილზე გრუნტის საფარის მოსწორება-მოშანდაკებას, არსებული ლითონის სანიაღვრე მილების (d-0,530 ) გაწმენდას, ლითონის ტროსით შემოფარგვლის, საგზაო ნიშნების, ბეტონის სპეცპროფილის პარაპეტისა და საორიენტაციო ბოძკინტების მოწყობას.

ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მართვის გეგმის დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:

 

გმგ-გოგაშენის გზა