გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ბაზრის კვლევის შესახებ
მოგესალმებით,
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში, საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია განისაზღვროს შესყიდვის ობიექტების (დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება) - სავარაუდო ღირებულება და მომსახურების გაწევის სრული ვადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალებებით გათვალისწინებული გასატარებელი ღონისძიებების შესაბამისად, გთხოვთ, არაუგვიანეს 2020 წლის 03 აგვისტოს დილის 12:00 საათისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადებები (განფასებული ცხრილები, მომსახურების გაწევის სრული ვადის მითითებით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტებზე: gkartozia@mdf.org.ge ; piakobashvili@mdf.org.ge ; jshvelidze@mdf.org.ge ; mbochorishvili@mdf.org.ge .
დანართები:
· ტექნიკური დავალება (7 საცხოვრებელი სახლი) 6 (ექვსი) ფურცლად;
· ტექნიკური დავალების (7 საცხოვრებელი სახლი) დანართი N2 2 (ორი) ფურცლად;
· ტექნიკური დავალების (13 კორპუსი) 8 (რვა) ფურცლად;
· ტექნიკური დავალების (13 კორპუსი) დანართი N2 4 (ოთხი) ფურცლად, ტექნიკური დავალების (13 კორპუსი) დანართი N2ა 8 (რვა) ფურცლად;
· განფასების ცხრილები: 2 (ორი) Excel-ის ფაილი;
· ფოტოსურათები: 1 (ერთი) zip folder.
დანართი N2 (შენობების მოკლე აღწერა) - 7 საცხოვრებელი სახლი.pdf
ტქნიკური დავალება - 13 კორპუსი.pdf
განფასების ცხრილი მომსახურების გაწევის ვადის მითითებით - 13 კორპუსი.pdf
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის