დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტი, მეორე ფაზა
ქვე-პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში (RDP 3), რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსში შემავალი სამი შენობის - ისტორიული მუზეუმის შენობის, ალ. ყაზბეგის სახლ-მუზეუმისა და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალ. ყაზბეგის ბიძა) სახლის რეაბილიტაციას, ასევე მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობას.
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150;
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია - დაბა სტეფანწმინდა, ალ. ყაზბეგის #2
საკონტაქტო პირები:
- ნუცა გუმბერიძე, მგფ ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მობ: +995 598 88 20 19, ელ.ფოსტა: feedback@mdf.org.ge
-დიმიტრი შიოლაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის სამსახურის უფროსი,
მობ: 591993137, ელ-ფოსტა: mito.shiolashvili@gmail.com).