ბაზრის კვლევა - თანამშრომელთა გადამზადების/ცნობიერების ამაღლების მიზნით სატრენინგო მომსახურების შესყიდვა

გამოქვეყნებულია: 30 ივნისი 2023    /    ძალაშია: 12 ივლისი 2023

 მოგესალმებით,


სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მგფ) გეგმავს თანამშრომელთა გადამზადების/ცნობიერების ამაღლების მიზნით სატრენინგო მომსახურების შესყიდვას.

 

მგფ ატარებს ბაზრის კვლევას აღნიშნული მომსახურების მიწოდებაზე დაინტერესებული პირების გამოვლენისა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით. სატრენინგო მომსახურება მოიცავს 8 კომპონენტს (ტრენინგს). დეტალური ინფორმაცია ტრენინგებთან დაკავშირებით მოცემულია თანდართულ ფაილში „ტექნიკური დავალება“.

 

 

ბაზრის კვლევის მონაწილეებს შეუძლიათ შემოთავაზებების წარმოდგენა ნებისმიერი ერთი ან რამდენიმე კომპონენტისთვის. რამდენიმე კომპონენტზე შეთავაზების წარმოდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტმა განფასება უნდა წარმოადგინოს ცალ-ცალკე კომპონენტების მიხედვით.

 

 

სავარაუდო ღირებულების გარდა სასურველია წარმოადგინონ ასევე განხორციელების მეთოდოლოგია/დეტალები (შეძლებისდაგვარად) და წინადადებები/რეკომენდაციები დავალებასთან დაკავშირებით.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, არაუგვიანეს 2023 წლის 12 ივლისის 18:00 საათის წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება (ორგანიზაციის ოფიციალური წერილით ბლანკზე (ბლანკის არსებობის შემთხვევაში), ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით, ინვოისის სახით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) შემდეგ ელ. ფოსტაზე:

office@mdf.org.ge.

 

 

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის

 

დანართი - ტექნიკური დავალება