ქ. თელავში ბატონის ციხის რესტავრაციის (ფაზა 2)
გამოქვეყნებულია: 27 ივნისი 2014 / ძალაშია: 29 ივლისი 2014
ტენდერის # IBRD/RDP/CW/NCB/06-2014-1
საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონალური განვითარების პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: ქ. თელავში ბატონის ციხის (სასახლე) რესტავრაცია (ფაზა 2). სასახლის რესტავრაციის პროექტი ითვალისწინებს ნაგებობის დაზიანებული ნაწილების შეცვლას, და 1980-იანი წლების სარესტავრაციო სამუშაოების განხორციელებისას მიღებული რიგი არამართებული გადაწყვეტების კორექციას. იცვლება სახურავისა და აივნების ხის მზიდი კონსტრუქციები გადახურვის ფენილები, ხის აჟურული ვიტრაჟები და კარები, აგურის იატაკი.
იხ. ბმულები: ქ. თელავში ბატონის ციხის (სასახლე) რესტავრაცია