ბაღდათის N1 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია

28 ნოემბერი 2023
მუნიციპალიტეტი: ბაღდათი
დონორი: WB

 2023 წლის 29 ივნისს 14:00 საათზე, გაიმართა ქვე-პროექტის “ბაღდათის N1 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია” გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიშისა და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის  საჯარო განხილვა. შეხვედრა ჩატარდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის შენობაში.

ქვე-პროექტი “ბაღდათის N1 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია” განხორციელდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ,  ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი (საქართველო I2Q) პროექტის ფარგლებში და დაფინანსდა მსოფლიო ბანკის მიერ.

ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიში და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა  ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე - www.mdf.org.ge, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 და ასევე პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა  და ხარისხის ვებ-გვერდზე - www.iiq.gov.ge (განათლების მიმართულებით), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობაში - ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის N52, სამინისტროს ცხელი ხაზი: (995 32) 2 200 220.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:

 

საკონტაქტო პირები:

დავით არსენაშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდი  

მობ.: 599019 183

ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge

 

 

 

მარინე ჟვანია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მობ: 577 27 88 41

ელ-ფოსტა: marina.zhvania@iiq.gov.ge

 

 

ESMP_Baghdati_ (Geo)