მცხეთის კინოთეატრის შენობის ადაპტაცია არქეოლოგიურ მუზეუმად - ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა
2017 წლის 2 ნოემბერს 14:00 საათზე, მცხეთის მერიის შენობაში (მისამართი: მცხეთა, ანტიოქიის 7) გაიმართება ქვე-პროექტის „მცხეთის კინოთეატრის შენობის ადაპტაცია არქეოლოგიურ მუზეუმად“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური საკითხების საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
ქვე-პროექტი ითვალისწინებს მცხეთის კინოთეატრის არსებული შენობის რეკონსტრუქციას მასში არქეოლოგიური მუზეუმის განთავსების მიზნით, ასევე მიმდებარე სკვერის კეთილმოწყობას.
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართებზე:
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206. საკონტაქტო პირი - ანა რუხაძე, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 48,
ელ-ფოსტა arukhadze@mdf.org.ge;
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში - მცხეთა, ანტიოქიის ქუჩა 7, საკონტაქტო პირი - მცხეთის ვიცე-მერი გიორგი ელოშვილი, ტელ: 591 35 55 55, ელ-ფოსტა: giorgielo@yahoo.com
დოკუმენტის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან: