მოწვევა ტენდერზე – ხელახალი ტენდერი (თბილისი-რუსთავი)
გამოქვეყნებულია: 17 მაისი 2013 / ძალაშია: 1 ივლისი 2013
მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკისგან მიიღო სესხი მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის მე-2 ტრანშისთვის. აღნიშნული სესხით „თბილისი- წითელი ხიდის“ საავტომობილო გზის- თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდეტრნიზაცია მოხდება. ტრასის სირთული გათვალისწინებით საპროექტო ღონისძიებები სამ განსხვავებულ მონაკვეთად არის დაყოფილი. აღნიშნული ტენდერი პირველ და მესამე მონაკვეთზე გამოცხადდა.